Georgian Airways-მა 2018 წლის მგზავრთნაკადის გეგმა 55%-ით შეასრულა

თბილისი (BPI) – Georgian Airways-მა 2018 წლის გეგმა ვერ განახორციელა და დაპირებული 1 000 000 მგზავრს ნაცვლად 550 831 მგზავრი გადაიყვანა.

ავიაკომპანიამ 2018 წლის დასაწყისში მგზავრთნაკადის მხრივ საკუთარი ამბიციური გეგმა გააჟღერა და 1 000 000 მგზავრის შესახებ სპეციალურად მომზადებული ბანერის საშუალებით განაცხადა.

გასული წლის ოფიციალური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ 2018 წელს ავიაკომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით სულ 550 831 მგზავრს მოემსახურა, რაც გაჟღერებული გეგმის მხოლოდ 55%-ია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში Georgian Airways-ის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობის სტატისტიკა მზარდია და ის წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2018 წელი – 550 831 მგზავრი;

2017 წელი – 385 894 მგზავრი;

2016 წელი – 238 950 მგზავრი;

2015 წელი – 253 386 მგზავრი;

ავიაკომპანია ყოველწლიურად მეტ მგზავრს ემსახურება და ცდილობს ახალი მიმართულებების დამატებას.

დღეისათვის Georgian Airways-ის ბალანსზე 9 საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული, საიდანაც ერთ-ერთის რეგისტრაცია ავიაკომპანიამ 2018 წლის 28 სექტემბერს მოახდინა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების შესახებ გურჯაანში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქალაქ გურჯაანში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური …