Georgian Airways-მა პუნქტუალობისთვის ბრიუსელის აეროპორტის ჯილდო მიიღო

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-მა წარმატებული განვითარებისა და პუნქტუალობისთვის ბრიუსელის აეროპორტის ჯილდო – “Short Haul Airline Network Development” მოიპოვა.

როგორც ცნობილია, Georgian Airways-მა ბრიუსელის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება, კვირაში ორი სიხშირით, 2018 წლის მარტში დაიწყო.

მიმდინარე წლის ზაფხულიდან კი ავიაკომპანია მომხმარებლებს ბრიუსელის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შესთავაზებს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …