Georgian Airways-ი Armenia-სთან თანამშრომლობით თბილისი-ერევანი-მოსკოვის ავიარეისებს იწყებს

თბილისი (BPI) – Georgian Airways-სთან თანამშრომლობით ავიაკომპანია Armenia რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთგადაყვანაზე იზრუნებს. Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის მიერ სომხეთში შექმნილმა ავიაკომპანია Armenia-მ რუსეთის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება უკვე მიიღო.

თამაზ გაიაშვილის განმარტებით, Armenia ერევანი-მოსკოვი-ერევანისმიმართულებაზე დღეში სამი სიხშირით იფრენს და შესაბამისად თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებაზე სიხშირეების რაოდენობა დღეში ერთის ნაცვლად 3 სიხშირემდე გაიზრდება. ბიზნესმენი ამბობს, რომ Armenia სამომავლოდ მოსკოვის გარდა ფრენების რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებითაც განახორციელებს.

შესაბამისად, Georgian Airways-იც და Armenia-ც ფრენის გრაფიკებს ისე დაალაგებენ, რომ თბილისიდან ერევანში Georgian Airways-ის ავიარეისით ჩასულ მგზავრს, Armenia-ს რეისზე (ერევანი-მოსკოვი) გადაჯდომისათვისსაშუალოდ 50 წუთი ექნება.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანებიაეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით აკრძალვა ეხება  ქართულ ავიაკომპანიებსაც.

ამ ფონზე, Georgian Airways-მა გადაწყვეტილება მიიღო რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთგადაყვანის განხორციელებისათვის თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტული რეისები აემოქმედებინა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …