Georgian Airways-ი რუსეთის საავიაციო ხელისუფლების დავალიანებას არ აღიარებს

თბილისი (BPI) – რუსეთის საავიაციო ხელისუფლება ქართულ მხარეს რამდენიმე მილიონიან დავალიანებას ედავება.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს 792 543,19 დოლარისა და 592 251,95 რუბლის დავალიანება გააჩნია, რომელიც ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა, თუმცა არ დაუბრუნებია.

ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ში განმარტავენ, რომ კომპანიას რუსეთის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

“წლების წინ რუსეთის მიმართ მართლაც არსებობდა გარკვეული დავალიანება, თუმცა ეს დავალიანება იყო უკვე გაკოტრებული ავიაკომპანიების მიერ დაგროვილი ვალი. როგორც მახსოვს თანხა 3 მლნ დოლარს შეადგენდა. იმ წლებში ხელისუფლებამ გვითხრა, რომ თუ ჩვენ ამ დავალიანებას ნაწილს დავფარავდით Georgian Airways-ი იქნებოდა ერთადერთი ქართული ავიაკომპანია, რომელსაც რუსეთის მიმართულებით ფრენების განხორციელება შეეძლებოდა. მაშინ ჩვენმა კომპანიამ 2 მლნ დოლარი გადაიხადა”, აცხადებს  Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …