Geoegia Capital-ის ქარის სადგურს $14 მლნ-ად $17 მლნ ვალით ყიდულობს

თბილისი (BPI) – ჯორჯია კაპიტალს ქართლის ელექტროსადგურის შესყიდვა $31.8 მლნ უჯდება. Georgia Capital  PLC-მ დღეს სს ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი იყიდა. ჯგუფი $14.4 მილიონს ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხდის,  $17.4 მილიონიან სესხს გადაიბარებს.

აუდირებული ფინანსური ანგარიშის შესაბამისად, კომპანიის ჯამური აქტივების ღირებულება 2018 წლის 31 დეკემბრისთვის $31 მილიონადაა შეფასებული, ამავე პერიოდისთვის კი კომპანიამ $4 მილიონის EBITDA გამოიმუშავა. 50.1%-ს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ფლობს  49.9%-ს  ნავთობის და გაზის კორპორაცია ყიდის.

20.7 მგვ ქართლის ქარის ელექტროსადგური ერთადერთია საქართველოში, რომელიც 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში. მისი ღირებულება ჯამში $34 მილიონი იყო, საიდანაც $24 მლნ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხი, ხოლო $10 მლნ კი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დააფინანსა.

Georgia Capital-ის თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით მაღალი ხარისხის აქტივის შეძენა, რომელსაც დოლართან დაკავშირებული ძლიერი ფულადი სახსრების ნაკადები გააჩნია, ავსებს მათ განახლებადი ენერგიის პორტფელს, საშუალო ვადიანი მიზნის მისაღწევად.

კომპანიის ცნობით, 2020 წლისთვის, მოსალოდნელია, რომ ელექტროსადგური განახლებადი ენერგიის ბიზნესს $4 მილიონის EBITDA-ს შემატებს, 85 გგვტ.სთ-მდე წლიური გენერაციით. უკუგება ინვესტირებულ კაპიტალზე კი ($-ში) მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 12% იქნება.

ელექტროსადგურს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, გარანტირებული შესყიდვის ფასი გააჩნია, $65/მგვტ.სთ.

შესყიდვის შედეგად, ჯგუფის განახლებადი ენერგიის ბიზნესი 91 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს გააერთიანებს.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …