“გენი-ა”-ს ხელნაკეთი ბლოკნოტები – 23 წლის ახალგაზრდების შექმნილი ბიზნესი

თბილისი (BPI) – 23 წლის ნინიკო ბუაძე და მისი მეგობარი, სოფი გურასაშვილი უკვე ერთ წელზე მეტია რაც ხელნაკეთ ბლოკნოტებს ქმნიან.

ნინიკო ამბობს, რომ ბლოკნოტებს ჯერ კიდევ ბავშვობაში, 8-9 კლასში ხელით ქმნიდა. „გენი-ა“-ს შექმნის იდეა და მისი სისრულეში მოყვანა კი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ შეძლეს, როცა კურსის ბოლოს მონაწილეებს სრულიად სპონტანურად დაევალათ  ლაზერული მჭრელით რაიმე ორიგინალური ნივთის შექმნა.

ნინიკოს თქმით, პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვეს. „პირველად ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა, რომელიც თბილისი მოლში ტარდებოდა. გამოფენაზე მხოლოდ 24 ბლოკნოტი გვქონდა წარდგენილი და იმავე დღეს სრული ტირაჟი გაიყიდა. ადგილზე მივიღეთ შეკვეთებიც.“

ამით მიხვდნენ რომ მომხმარებელს მათი პროდუქტი მოსწონდა, გააკეთეს facebook გვერდი და მას შემდეგ ყოველდღიურად ვითარდებიან. ბლოკნოტებს გრავირებული ნატურალური ხის ყდით და მაღალი ხარისხის ფურცლებით ამზადებენ, ხესთან ერთად  იყენებენ ნატურალურ ტყავსაც.

არსებული დიზანით დამზადებულ ბლოკნოტებთან ერთად – ფორმა, ზომა და დიზანი მომხმარებელს შეუძლია თავადაც შეარჩიოს. „ჩვენი მომხმარებლები ძირითადად სტუდენტები არიან, მაგრამ ხშირად გვიკვეთავენ ბლოკნოტებს სასაჩუქრედაც. ვამზადებთ სასურველი წარწერით, ფოტო და პორტრეტის გრავირებითაც“.

მიუხედავად იმისა, რომ ფურცლებსაც კი ხელით ჭრიან, ცდილობენ მაქსიმალურად დაბალ ფასად შესთავაზონ მომხმარებელს ნაწარმი, ფასები ზომის და დიზაინის მიხედვით განსხვავდება და 10-50 ლარის ფარგლევში მერყეობს. დღეისათვის შეკვეთები მხოლოდ ინტერნეტით არის შესაძლებელი.

მომხმარებელი Facebook-ის საშუალებით უკავშირდება კომპანიას, რის შემდეგაც სასურველი ფორმის „გენი-ა“ მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში უკვე მზადაა. „გენი-ა“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მსგავსი სახის ბლოკნოტებს აწარმოებს. გამორჩეული ბლოკნოტების ეს ნაწარმი ხშირად არის წარმოდგენილი სხვადასხვა სახის გამოფენა-გაყიდვებში და იღებს მონაწილეობას  „Tbilisi Flea Market“_ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც.

მარიამ სულხანიშვილი

მასალა ქვეყნდებასაქართველოს უნივერსიტეტისადა BPI- ერთობლივი პროექტის ფარგლებში

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …