თურქეთში რიგით მეოთხე საბურღი გემი ჩავიდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ მე-4 საბურღი ხომალდი, რომელიც თურქეთში ჩავიდა, მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ ახალი სასიხარულო ამბისთვის ზღვაში გავა.

მინისტრმა დონმეზმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მე-4 საბურღი გემი თურქეთშია.

“თაშუჯუს პორტში 2 თვიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ჩვენი გემი დაიწყებს პირველ გაბურღვით სამუშაოებს. ჩვენი ერის ლოცვითა და ჩვენი მშრომელების ოფლით, ის ახალ სასიხარულო ამბებისთვის ზღვაში გავა.” – თქვა მინისტრმა.

7 მარტს სამხრეთ კორეის პორტ ოკპოდან გამოსული გემი მეშვიდე თაობის მოწინავე ტექნოლოგიას ფლობს.

გემი, რომლის სიგრძეა 238 მეტრი და სიგანე 42 მეტრი, კონტროლისა და შეღებვის მსგავსი საბურღი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის პორტში  დაახლოებით 2 თვის განმავლობაში დარჩება.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …