GEclose2EU – კონკურსი ბიზნესისთვის

თბილისი (BPI) – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველო“ ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. პრეზენტაციაზე გამოცხადდება პროექტის GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის.

პრეზენტაციაზე, რომელიც 1 მაისს, 16.00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში გიოამართება, კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები და პირობების, იმ აქტივობებისა და საგრანტო კომპონენტის დეტალების შესახებ, რომელზე წვდომაც ექნებათ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს.

ღონისძიებაზე იგეგმება ახალი ვებ პლატფორმის www.geclose2eu.info პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციის გავლას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

კონკურსში ჩართვა შეეძლებათ იმ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და ინტერიერის დიზაინის-არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ და აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს. აპლიკაციების მიღება 1 მაისიდან – 1 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.

ღონისძიებას წარუძღვებიან შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი მოლი ლიენი,  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი – ნინო ევგენიძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი – მიხეილ ხიდურელი.

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.  პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.პროექტის განხორციელების ვადა პროექტი 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …