გერმანია და საფრანგეთი რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდიან

გერმანიამ და საფრანგეთმა უარყვეს რუსეთის თხოვნა ბუნებრივი აირის რუბლებში გადახდის შესახებ და მიიჩნიეს, რომ ეს „კონტრაქტების დარღვევაა“.

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა დედაქალაქ ბერლინში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

რობერტ ჰაბეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მზადაა „რუსულ გაზთან დაკავშირებით ყველა სცენარისთვის, მათ შორის ევროპისკენ გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის“. მან ასევე განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „შანტაჟს“ რუსული გაზის გადახდა რუბლებში მოხდეს რა, აღნიშნული გადახდები განხორციელდება ევროში.

პრესკონფერენციის დროს, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მაირმაც ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია ემზადებიან რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების შეწყვეტის სცენარისთვის და რომ ორმა ქვეყანამ უარყო მოსკოვის მოთხოვნა.

ლე მაირიმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ  რუსეთთან გაზის კონტრაქტები ევროში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა, 1-ელი აპრილიდან, რუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …