Galt & Taggart-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების კომერციული უძრავი ქონებების პორტფელი გაყიდა.

უფრო კონკრეტულად, ტრანზაქციის დასაწყისიდან მის დასრულებამდე, Galt & Taggart-მა Georgia Capital-ს შერწყმა-შეძენასთან (M&A) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება გაუწია, რაც გულისხმობდა მხარდაჭერას აქტივების შეფასების, ინვესტორთა ბაზის იდენტიფიცირების და აქტივების მეშვეობით პოტენციურად ბიზნესის/კომერციული საქმიანობის განხორციელების გეგმის შექმნასა და ჩამოყალიბების პროცესებში. ასევე, მხარდაჭერას მარკეტინგული დოკუმენტაციის მომზადებაში, შერჩეულ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმართვასა და ტრანზაქციების დახურვაში. აღნიშნული ერთ-ერთი უმსხვილესი M&A ტრანზაქციაა ადგილობრივ ბაზარზე.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით წარმატებით განხორციელდა მსგავსი მასშტაბის M&A გარიგება. როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოელ ინვესტორთათვის, აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Galt & Taggart-ის სანდოობას ფინანსური კონსულტაციების კუთხით. ვფიქრობთ, ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში M&A მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების განვითარებას. Galt & Taggart-ი აგრძელებს მომხმარებლისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, იქნება ეს ინვესტიციებისა და აქტივების მართვის, ფინანსური კონსულტაციების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებებით თუ სხვა“, – აცხადებს Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძე.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …