WEF-მა რუსეთთან ურთიერთობა გაწყვიტა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF), რომელიც მსოფლიოში ცნობილ ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს აერთიანებს, უკრაინაზე თავდასხმების გამო, რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობის გაყინვა გადაწყვიტა.

WEF-ის ცენტრალური ოფისიდან, რომელიც მდებარეობს შვეიცარიაში, გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აეკრძალა ფორუმის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა.

მეორეს მხრივ, მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფორუმს შეუძლია მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტების დასრულების შემთხვევაში.

WEF-ის პრესსპიკერმა ამანდა რუსომ გაზეთ Politiko-სთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენ არ ვიქნებით კონტაქტზე არავისთან, ვინც სანქცირებულია და გავყინეთ ურთიერთობები რუსულ სუბიექტებთან“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი 2007 წლიდან 2021 წლამდე 5-ჯერ ესწრებოდნენ WEF-ის სამიტს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …