Flynas-ი რიადი-ბათუმის მიმართულებით სექტემბრის ბოლომდე იფრენს

თბილისი (BPI) – საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.

ავიაკომპანია რეგულარული რეისებს 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე ასრულებდა, განახლებული განრიგის შესაბამისად, ფრენები რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ავიარეისები დღეიდან, კვირაში 3 სიხშირით (ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა) Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Flynas-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 3 სექტემბერს მიანიჭა.

Flynas-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …