Fitch-ი ქვეყნის ახლადგაზრდილი რეიტინგის “BB” შენარჩუნების საფრთხეზე

 თბილისი (BPI) – Fitch Ratings-ის პროგნოზით რუსეთის ავიაემბარგო მიერ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და გარე მოწყვლადობაზე აისახება ფრენების შეჩერება (8 ივლისიდან) გავლენას მოსახდენს რესურსების მოზიდვაზე აისახება. საბოლოო გავლენა დამოკიდებულია აკრძალვის ხანგრძლივობაზე.

ტურიზმი ბოლო წლებში მზარდია, 2018 წელს მშპ-ს 7.5% და სერვისის ექსპორტის 70%. ამასთან მნიშვნელოვნად შეიწყო ხელი ანგარიშის დეფიციტის შემცირებას. ემბარგომ 2014-2018 წლების ტრენდი, 3-ჯერ ზრდა მშპ-ის 4.9%-მდე შესაძლოა შეცვალოს. აღნიშნული გაუმჯობესებები შეაფერხოს.

ტურისტების 20.9% რუსი იყო. თუმცა რუსეთიდან ვიზიტორები ძირითადად საავტომტომობილო გზით ჩამოდიან. რუსეთიდან ვიზიტების შემცირება კი შესაძლოა ნაწილობრივ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების ზრდამ დააკომპენსიროს (ტურიზტების ⅓ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იყვნენ).

“რუსეთი არაა პირდაპირი ინვესტიციების ძირითადი წყარო (5%/2018), თუმცა ტურიზმიდან შემცირებულ ფულად ნაკადებთან ერთად შესაძლო შემცირებული FDI , მათი მშპ-ის ზრდის პროგნოზებს რისკის წინაშე აყენებს, რომელიც 2019 წლისთვის 4.6%, 2020 წლისთვის კი 4.7%-ია”.
მიმდინარე ანგარიშის და წმინდა უცხოური ინვესტიციების ნაკადების შესუსტება გაზრდის  საქართველოს ისედაც დიდი საგარეო ვალის საჭიროებებს და ლარსაც წნეხში მოაქცევს, იმის გათვალისწინებით, რომ  მთავრობის ვალის დაახლოებით 75% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.

Fitch Raitings- ვარაუდობს, რომ 2019 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მშპ-თან მიმართებაში 109.6% იქნება და მთლიანი საგარეო დაფინანსების საჭიროება მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 90.4% იქნება.

საგარეო დისბალანსის თანდათანობითი გამარტივება საქართველოს სუვერენული რეიტინგის განახლების ერთ-ერთი მამოძრავებელი იყო თებერვალში (“BB” / სტაბილური). თუმცა, საგარეო დაფინანსება კვლავ რეიტინგის მთავარ სისუსტედ რჩება. საქართველოს მისი რეიტინგის მსგავს ქვეყნებთან შედარებით, მაღალი წმინდა საგარეო ვალი და სტრუქტურულად უფრო დიდი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს, მასთან ერთად კი ფართედ ნეგატიური წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია.

ამის ასახვის მიზნით, Fitch-ის სუვერენული რეიტინგის მოდელით ერთიანდება სუვერენული რეიტინგის ხარისხობრივი, ერთჯერადი დაღმავალი კორექტირებას.

დამატებით, გაუმჯობესების მამოძრავებელი გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა იყო საგარეო შოკებისადმი, მათ შორის თურქეთის ვალუტის კრიზისის მიმართ, რაც მიმდინარე ანგარიშების ნაკადების წყაროების დივერსიფიცირების ხარჯზე მოხდა, გაიზარდა ტურიზმიდან შემოსავლები,  ფულადი გზავნილები, განსაკუთრებით ევროპიდან და ასევე ამაზე გავლენა გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის პარამეტრებმა მოახდინა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …