Fitch Ratings-ი ფინკასთან კრისტალის გამსხვილების ტრანზაქციას გადახედავს

თბილისი (BPI) -FINCA Bank Georgia-ს დაგეგმილი გამსხვილების გავლენა, კრისტალის რეიტინგებზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება leverage-ს  (სესხეების და დეპოზიტების ვალდებულებების პროფილი) ცვლილებებზე.

კრისტალმა ტრანზაქციაზე 7 თებერვალს განაცხადა, რომელიც ჯერ მარეგულირებლის დადასტურების მოლოდინშია. Fitch Ratings-ი აცხადებს, რომ გადახედავს კრისტალის რეიტინგს, როგორც კი შესაბამისი დეტალები გახდება ხელმისაწვდომი.  Fitch შეაფასებს გარიგების სტრატეგიულ დასაბუთებას.

გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სააგენტო მიიჩნევს, რომ ეს გააფართოვებს Crystal–ის ამჟამინდელ ვიწრო ფრენჩაიზს, კომბინირებული ჯგუფი დარჩება მცირედი, მაღალი რეიტინგის მქონე საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებთან შედარებით, რაც შეზღუდავს ნებისმიერი რეიტინგის გაუმჯობესებას.

კრისტალს გრძელვადიანი IDR რეიტინგი “B” – ზე, სტაბილური ხედვით აქვს მინიჭებული.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …