Fitch-ი: საბანკო სექტორზე პანდემიის წნეხი მოიხსნა, მაგრამ ბაზარი მსუბუქ წნეხში მაინც რჩება. კურსის მერყეობიდან

Fitch Ratings– ი საბანკო სექტორის პანდემიის კრიზისიდან გამოსვლაზე აცხადებს, თუმცა  ბაზრის შეზღუდულ შესაძლებლობებზეც აღნიშნავს. საქართველოს შესახებ გამართულ ვებინარზე, სარეიტინგო კომპანიამ  სავალუტო ნაკალედის შემცირებაზე განაცხადა. საბანკო სექტორი საგარეო ვალი მოცულობითია. საერთაშორისო საფინანო ბაზარზე  ბანკების წვდომა კვლავ მაღალია.  მთავრობის წვდომაზე Fitch-ი პრეზენტაციაში აღნიშნული არ არის. წერია  მხოლოდ ის რომ,  ბანკებისთვის  ვალუტის მიწოდებაშის მთავრობა შეზღუდულია.  შარშანდელივით მოქნილი არ არის.

როგორც იცით, საერთაშორისო  სავალუტო ფონდთან  ახალი პროგრამაც პრევენციულია, დაფინანსების გარეშე. საბიუჯეტო დახმარებას არ მოიცავს. სავარაუდოდ ანალოგიური იქნება სებ-ის ნაწილშიც.

პრეზენტაციაში აღნიშნავს, რომ დოლარიზაციის დაძლევას უფრო ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება. სარეიტინგო კომპანია 3 ფაქტორზე მიანიშნებს:  სავალუტო და ლარის სესხებს შორის  მაღალ სპრედზე, ლარის არასტაბილურობასა და გრძელვადიან ლარზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე.

ბანკებისთვის პირდაპირი უცხოური ვალუტის რისკი დაბალია, თუმცა გაცვლითი კურსის მერყეობა კვლავ მნიშვნელოვან  გავლენად რჩება აქტივების ხარისხისთვის.

სარეიტინგო სააგენტოს თქმით, სექტორული აქტივების ხარისხის მაჩვენებლები გაუმჯობესდა 2Q21-ში, ბიზნესის აქტივობის აღდგენისა და ლარის გაძლიერების ფონზე, ვინაიდან უმოქმედო სესხები (სამი ყველაზე სარისკო კატეგორია) შემცირდა 6.7% -მდე, 1Q21-ის პიკური 8.3% -დან.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …