FDI -ის კლება, მპ განაკვეთის მატება -TBC Research-ის მოლოდინები ეკონომიკის ვარდნაზე

თბილისი (BPI) – TBC Research-ი FDI -ის კლებას ელის,  მესამე კვარტალში მშპ-სთან მიმართებაში 5-6%-მდე შემცირდება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება  50%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც გარკვეულწილად დაბალანსდება ოქტომბრის დადებითი ტენდენციებით ექსპორტით და ტურიზმით.

წინასწარი მონაცემებით,  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  Q2/2019  $187 მლნ შეადგინა, რაც Q2/2018 -ის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7%-თ ნაკლებია.

TBC -ი  ეკონომიკის ზრდის შენელებასაც პროგნოზირებს, რაზეც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც  მოქმედებს, თუმცა  ინფლაციაზე კურსიდან მომდინარე წნეხის შესაკავებლად,  ეკონომიკის მუხრუჭსა და  ინფლაციას შორის არჩევანი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე კეთდება. 

11 დეკემბერს ჩანიშნული მპკ-ის სხდომაზე განაკვეთის  0.5%-ით, 9%-მდე გაზრდას ელიან. TBC Research-ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკის მოსალოდნელი გამკაცრების მიზეზებს შორისაა საარჩევნო წელთან დაკავშირებული მოლოდინები და ლარის კურსის გაუფასურება.

პოლიტიკის შერბილებას 2020 წლიდან ვარაუდობენ.  2019 წლისთვის  მშპ-ს 4.7% ზრდაა მოსალოდნელი,  2020 წელს კი 4.3%-ის ფარგლებში.

 

 

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T, Kirin 980-ით სრულიად ახალ სამყაროს გთავაზობთ

თბილისი (BPI) – სმარტფონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ …