24-26 მარტს Expo Batumi–oს ორგანიზებით, ბათუმში BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023 გაიმართება

24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს  ორგანიზებით, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023 გაიმართება.
BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია,  საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამები.
BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.
გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები,  ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: ა/რ მთავრობა, აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  თურქეთის განათლების სამინისტრო, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD),  ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …