eutoday: ყარაბაღის კონფლიქტი – ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის

თბილისი (BPI) – საერთაშორისო მედიასაშუალება eutoday ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც 27 სექტემბრის შემდეგ რეგიონში განახლებულ დაპირისპირებასთან და საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის საუბარი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ქალაქ შუშაში, რომელიც გაერო-ს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის აღიარებული, სამხედრო მოქმედებების შედეგად სომხური ქრისტიანული ეკლესია დაზიანდა. სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ტაძარზე შეტევაში დაადანაშაულა.

მიუხედავად გაერო-ს 4 რეზოლუციისა, რომელიც აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარის გაყვანას ითხოვს, აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%, მათ შორის ქალაქი შუშა, სომხური მხარის დეფაქტო კონტროლის ქვეშაა.
მედიასაშუალების ინფორმაციით, სომხური მხარის მიერ შუშაში ტაძრის აფეთქებაში აზერბაიჯანის დადანაშაულება საკმაოდ სახიფათო თემაა, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის აქამდე არ არსებული რელიგიური მოტივები გააღვივოს.
სომხეთი ქრისტიანული ქვეყანაა. აზერბაიჯანი მულტირელიგიური და მულტიკულტურული სეკულარული სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია, მაგრამ სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები, კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებებით, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

გამოცემის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში დღეს მიმდინარე ომის საფუძველი საერთაშორისო სამართალის და სუვერენული კონტროლის აღდგენის საკითხია და მის რელიგიურ პროპაგანდასა და დავაში გადაზრდა არასწორი და ძალიან სახიფათო იქნებოდა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …