ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ევროპის დღეს აღნიშნავს. ევროპის დღეს, საქართველოს გვერდით არის ევროპის გუნდი, რომელიც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას.
ვიდეო მასალა 1 (HD): ევროპის გუნდი

ევროპის დღეს, ტრადიციულ განცხადებაში, ელჩი კარლ ჰარცელი ყურადღებას ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე ამახვილებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის სოლიდარობას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, განსაკუთრებით, უკრაინის მიმართ.

ვიდეო მასალა 2 (HD): ევროკავშირის ელჩის განცხადება
თარგმანი: https://europa.eu/!jPjGJ4 

წლევანდელი ღონისძიებები რეჟისორ გიორგი ქველიძის მიერ გადაღებული ახალი ფილმის „მე და ევროპა“ ირგვლივ მომზადდა. ფილმი ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებს წარმოაჩენს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების ისტორიებს გვიყვება.

ვიდეო მასალა 3 (HD): ფილმის ტრეილერი

„მე და ევროპა“ იმ საერთო გამოცდილებასა და ტრადიციებს ასახავს, რომლებმაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბეს.

ამ ამბიციური პროექტის მთავარი პერსონაჟები საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის 4 სამიზნე რეგიონში: კახეთში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში მცხოვრები საინტერესო ადამიანები არიან. ფილმში ნაჩვენებია სოფელ უდაბნოს მრავალფეროვნება, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ადამიანები  მშვიდობიანად თანაცხოვრობენ; სტერეოტიპების მსხვრევა გურიაში ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბის მიერ; გარემოს დაცვა იმერეთში და რადიომიმღებების კოლექციონერი მაღალმთიან რაჭაში. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობასა და ურთიერთობებს. ფილმის გმირების ცხოვრების წესი, მისწრაფებები და სულისკვეთება მოწმობს, რომ ევროპული ღირებულებების მატარებელი ადამიანები საქართველოს ყველა რეგიონში გვხვდება.

სპეციალურად 2022 წლის ევროპის დღისთვის შექმნილი დოკუმენტური ფილმის ონლაინ პრემიერა 9 მაისს 21:00 საათზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …