EU-ს პროექტის „სომხურ-ქართული პლატფორმა პოლიტიკის განვითარებისთვის“ შედეგების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისი (BPI) – ერევნის პოლიტიკური სწავლებისა და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლების ერთობლივი ონლაინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალგაზრდა სომეხმა და ქართველმა ლიდერებმა პოლიტიკის რეკომენდაციები და ერთობლივი სტრატეგიული ხედვა წარმოადგინეს.  რეკომენდაციები ძირითადად ეკონომიკური ზრდის მიზნით ტურიზმს, კორუფციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა.

პოლიტიკის რეკომენდაციები შემუშავდა „სომხურ-ქართული პლატფორმა პოლიტიკის განვითარებისთვის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდა პროფესიონალებისაგან შემდგარი, მდგრადი სომხურ-ქართული ქსელის ჩამოყალიბებას, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას, ხოლო მეორეს მხრივ კი ქმნის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკის დიალოგის კომპლექსურ პლატფორმას.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა, ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორმა, არმენ ზაქარიანმა და თბილისის პოლიტიკური სკოლის წარმომადგენელმა, ნანა ცერცვაძემ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სომხურ-ქართული პლატფორმა პოლიტიკის განვითარებისთვის“ 2019 წლის აგვისტოში დაიწყო. მთლიანობაში, პროექტში ჩართული იყო დაახლოებით 90 მონაწილე სომხეთიდან და საქართველოდან, რომლების წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იურისტებს, ცნობილ ჟურნალისტებს, წამყვან ბიზნეს-მენეჯერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მკვლევრებს სხვადასხვა მიმართულებით.

სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობამ უზრუნველყო ფაქტებზე დაფუძნებული, ობიექტური და მაღალპროფესიული მიდგომები განხილვებისას. ჯამში, პროექტის ფარგ;ებში, სხვადასხვა ფორმატის ოთხი შეხვედრა გაიმართა სომხეთსა და საქართველოში.

შეხვედრების განმავლობაში კვალიფიციური სომეხი და ქართველი ექსპერტები, ისევე როგორც მონაწილეები, აქტიურად მსჯელობდნენ პოლიტიკის რეკომენდაციებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა სომხეთისა და საქართველოსთვის სტრატეგიული ხედვებს შემუშავებას. თემები მოიცავდა: კორუფციის რისკების შემცირების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებას, ადამიანის უფლბებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფას სომხურ და ქართულ დემოკრატიულ საზოგადოებებში; თანასწორობის უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის თავიდან აცილებას; ორივე ქვეყნის სასურველი ტურიზმის მიმართულებად ჩამოყალიბებას ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი და მდგრადი ტურიზმის სექტორის განვითარების გზით. ყურადღება გამახვილდა  სომხეთსა და საქართველოს შორის გამყვანი ტურიზმის განვითარების მიმართულებით ცნობადობის გაზრდასა და ხელშეწყობაზე. პოლიტიკის რეკომენდაციები, ხელს შეუწყობს, ორივე ქვეყანაში, ამ მიმართულებებით რეფორმისა და განვითარების პროცესს.

„სომხურ-ქართული პლატფორმა პოლიტიკის განვითარებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლა თვილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან თანამშრომლობით.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …