EU-ს დაფინანსებით საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის მხარდამჭერი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა

EU-ს დაფინანსებით საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის მხარდამჭერი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა.

“27 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ევროკავშირი დღეს ევროპის ევროკავშირის სამოცდამეათე წლის თავს აღნიშნავს – ერთი მთავარი მოწოდებით „ერთად უფრო ძლიერები ვართ“. რეფორმების ეფექტიანად გატარების გზით დაწყებულია ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრირების შეუქცევადი პროცესი, რისკენაც საქართველო ისტორიულად ისწრაფვის.

სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების დამკვიდრება, ხელშეწყობა, გაძლიერება და კონკურენციის საერთაშორისო ოჯახის ღირსეული წევრობა. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტი – “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ განხორციელდა, რომლის ძირითადი მიზანი იყო – DCFTA-ის დებულებების შესაბამისად, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება, არსებული კანონმდებლობის დახვეწა, სააგენტოს საქმიანობის პროდუქტიულობის ზრდა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კონკურენციის პოლიტიკისა და კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობა არის ეკონომიკის გაძლიერების, მომხმარებელთა კეთილდღეობის, მათი უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი და შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა ის აქტივობა – არის წინაპირობა, რომ დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გადადგას დროული, ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები და ყველა ის ნაკისრი ვალდებულება, რომელიც კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებას უკავშირდება სრულფასოვნად შეასრულოს. საქართველოში კონკურენციის ხელშეწყობისათვის გაწეული სამუშაოსათვის, განსაკუთრებული მადლობა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მონაწილე ყველა წევრს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს – მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.

მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ევროპის მოქალაქეებს, ყველას ვინც ევროპის გულშემატკივარი და ევროპული ღირებულებების მატარებელია“, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …