ERRA-ს პრეზიდენტსა და სემეკის წევრს, მაია მელიქიძეს უკრაინის მარეგულირებელი კომისია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კომისია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრს მაია მელიქიძეს ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის ERRA-ს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას ულოცავს და მადლობას უხდის, ასოციაციაში უკრაინისთვის გაწეული დახმარებისათვის.
უკრაინის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის წერილში ხაზგასმულია იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომელიც მაია მელიქიძის ხელმძღვანელობით ასოციაციამ გამოიჩინა უკრაინის მიმართ. წერილში აღნიშნულია ERRA-ს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობა უკრაინის მარეგულირებლის განვითარების საქმეში და აქტიური ჩართულობა ასოციაციის მიერ დაარსებული უკრაინის მხარდამჭერი ფონდის საშუალებით, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინის მარეგულირებლის ექსპერტების გადამზადებას და მათთვის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაცნობას.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო „ფოსტა მესტიაში“ ივნის-ივლისის ტურისტული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. სასტუმრო გენერალური მენეჯერის, გვანცა ფალიანის ინფორმაციით, …