Emirates-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას განიხილავს

თბილისი (BPI) – საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Emirates-ი შემოვიდეს.

ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის, საქართველოს მიმართულებით Emirates-ის შესაძლო ოპერირებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმმა ისაუბრეს.

შეიხთან გამართულ შეხვედრაზე არსებული რეისების სიხშირეების გაზრდის შესაძლებლობებიც განიხილეს. ავიაკომპანია Flydubai თბილისში დღეში ორი სიხშირით დაფრინავს, ხოლო ზაფხულის სეზონზე ყოველდღიურ რეისებს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის შესაძლებლობები.

შეიხი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტია და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჯგუფის ხელმძღვანელია, სადაც ავიაკომპანიები: Emirates, Flydubai და დუბაის საერთაშორისო აეროპორტია გაერთიანებული, რომელიც მსოფლიოში დატვირთვით მესამე ადგილზეა და ყოველწლიურად 90 მილიონამდე მგზავრს ემსახურება.

შემთხვევითი სიახლე

აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …