მარტში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური აქტივობის ზრდაში აისახება – ეკონომიკის სამინისტრო

“მარტში ადგილობრივი ექსპორტის დაახლოვებით 39 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 329.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია, რომ ისევე როგორც წინა თვეებში, მარტშიც ექსპორტის ზრდა, ძირითადად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობის ზრდასთან, ადგილობრივი პროდუქციის მოცულობის ზრდა კი თავის მხრივ პოზიტიურად აისახება სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე. მარტის თვეში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები თავისთავად გადაითარგმნება ეკონომიკური აქტივობის ზრდაში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ 2022 წლის მარტში საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2022 წლის მარტში ქვეყნების მიხედვით ექსპორტი გაზრდილია ჩინეთში, აშშ-ში, თურქეთში, სომხეთში, იტალიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ასევე რამდენიმე ახალ ბაზარზე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …