თურქეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში 7,3%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7,3 პროცენტით გაიზარდა. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK), მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შედეგები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ხსენებულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3 პროცენტით გაიზარდა. ამავე ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზრდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში დაფიქსირდა.

TÜİK-ის მონაცემებით, წლის პირველ კვარტალში საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა 24,2 პროცენტით, ხოლო საინფორმაციო და საკომუნიკაციო აქტივობები 16,8 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება მრეწველობას 7,4 პროცენტით გაიზარდა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკი “საჩხერის წყალკანალის” აბონენტებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შპს “საჩხერის წყალკანალის” აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის …