EBRD საქართველოსთვის 358 500 000 ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა სარატიფიკაციო დოკუმენტი: „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკა გუნცაძის განცხადებით, პროგრამა ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას შემდეგ სექტორებში: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა.

„სასესხო შეთანხმების საფუძველზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სესხის სახით 358, 500, 000 ევროს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობა 27, 5 წელია“, -განაცხადა ეკა გუნცაძემ.

პროგრამას ფინანსთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს

შემთხვევითი სიახლე

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ლიფტი: 5 მთავარი წესი CLC-ის ინჟინრებისგან

როცა შენობას საცხოვრებლად ირჩევენ, ლიფტის ტექნიკურ მდგომარეობას უმეტესად ბოლოს ამოწმებენ, თუმცა სწორედ ეს დეტალი განსაზღვრავს …