EBRD-ი თიბისის პარტნიორად რჩება

თბილისი (BPI) – TBC PLC-ის ინვესტორი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თიბისი ბანკის ჯგუფის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ბანკი მიესალმება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ EBRD აღნიშნავს, რომ თიბისი მყარი საფინანსო ინსტიტუციაა და ძლიერი მენეჯმენტი და დამოუკიდებელი დირექტორთა საბჭო ჰყავს. 

ბანკი იმედოვნებს, რომ პროცესი სამართლიანად და გამჭირვალედ წარიმართება და ბანკის საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.

“EBRD არის თიბისი ბანკის მრავალწლიანი პარტნიორი, აქციონერი და დამფინანსებელი და გვსურს რომ მომავალშიც განვაგრძოთ TBC PLC-ის მხარდაჭერა,”- ნათქვამია განცხადებაში. 

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …