ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და ასობით პროექტი განახორციელა 4 მილიარდი ევროს ოდენობის პორტფელის ფარგლებში.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან. EBRD-ის დახმარებით, საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და ასობით პროექტი განახორციელა 4 მილიარდი ევროს ოდენობის პორტფელის ფარგლებში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
https://twitter.com/gharibashvilige/status/1455126880353464322?s=21