„ევექსი ჰოსპიტლების“ თანამშრომლებმა ბარსელონაში ჯანდაცვის მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამა წარმატებით გაიარეს

ევექსი ჰოსპიტლების მენეჯერებმა ევროპის წამყვან და ინოვაციურ ბიზნეს სკოლაში – EADA Business School Barcelona ჯანდაცვის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი წარმატებით გაიარეს.

ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკებზეა დაფუძნებული, ალტე უნივერსიტეტმა „ეადასთან“ პარტნიორობის ფარგლებში შექმნა. პროგრამა ჯანდაცვის სფეროში ორგანიზაციების სტრატეგიულ მუშაობასა და ქვეყანაში ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერების ხელშესაწყობად ამოქმედდა.

5-თვიანი პროგრამის სრული კურსი 6 მოდულისგან შედგებოდა და აერთიანებდა ინოვაციური მენეჯმენტის, ჯანდაცვის ეკონომიკის, ციფრული ტრანსფორმაციის, ხარისხისა და საოპერაციო მენეჯმენტის, მარკეტინგისა და რესურსების მართვის ინდივიდუალურ პროგრამებს. სასწავლო პროგრამის დასკვნითი მოდული და ატესტაცია ბარსელონაში ჩატარდა.

EADA – Business School Barcelona in Europe ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ინოვაციური ბიზნეს სკოლაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ბიზნესის სფეროში ჩატარებულ კვლევებსა და ცოდნაზე დაყრდნობით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სატრენინგო პროგრამებს სთავაზობს. მისი მიზანია კურსების თითოეული მონაწილე გლობალური ხედვით აღჭურვოს. The Financial Times-ის და საერთაშორისო, დამოუკიდებელი ორგანიზაციების (EQUIS, AMBA) მიერ ის აღიარებულია, როგორც ხარისხიანი და სიღრმისეული გამოცდილების მქონე ინსტიტუტი.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …