€17,5 მლნ-იანი ინვესტიცია – ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალი აშენდება

თბილისი (BPI) – მომავალი წლის ზაფხულში შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნება, – ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

პროექტის პარტნიორი ბრიტანული ლოგისტიკური კომპანია Wondernet Express-ი და ამერიკული ქიმიური გიგანტი Trommo.

პროექტის რეალიზაციის მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნაზე ხელშეკრულება ჯერ კიდევ იანვარში მოეწერა ხელი.

ტერმინალის წლიური წარმადობა 1,2 მლნ ტონა ტვირთის მიღებაზეა გათვლილი, ინვესტიციების მოცულობა კი 17,5 მლნ ევროდ არის შეფასებული. ტერმინალს ექნება 60 ათას ტონა ტვირთის განთავსებაზე გათვლილი სასაწყობე ინფრასტრუქტურა. მულტიმოდალური ტერმინალი მინერალურ საუქებს მიოემსახურება ცენტრალური აზიიდან კასპიის გავლით ბაქოს პორტიდან, ტვირთი ბათუმში სარკინიგზო გზით მივა. მხარეები აცხადებენ, რომ ეს კორიდორი ცენტრალური აზიიდან შავ ზღვაზე ყველაზე  მოკლე მარშრუტია.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …