E-Space დირექტორს აღარ ეძებს

თბილისი (BPI) – E-Space-მა ( სულხან გვალია 55%; ტარიელ გვალია 15%, გიორგი ქეშელაშვილი 15%, მარიამ ეკიზაშვილი 15%)  ახალი დირექტორი უკვე შეარჩია, 3 დღეში გაცხადდება და 2 კვირაში საქმეს შეუდგება.

კომპანიის ინფორმაციით, საფინანსო სექტორის  გამოცდილი კადრი გაუძღვება, თუმცა საბანკოდან მოდის, მიკროსაფინანსოდან, საინვესტიციოდან, სადაზღვევოდან თუ სხვა სფეროდ არ კონკერეტდება.

როგორც იცით დირექტორის პოზიცია  სულხან გვალიას საქართველოს ბანკში  გადასვლის  შემდეგ გახდა ვაკანტური.

E-Space-ის ქსელში 64 დამტენია (64-ე დაფნარში ამოქმედდა). შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ქალაქის დამტენებით“ (Level 2) სარგებლობა უფასოა.

კომპანია Helios Energy-ის  მოწილეცაა(20%)  და ამით  ერთგვარად  ნეტო აღრიცხვის პროგრამაშიცაა  ჩართული.  ეს  ნიშნავს  მიკროსიმძლავრის  მოხმარებით  კორექტირებას. მომხმარებელი  მზის სისტემით გამომუშავებულ დენს ქსელს აწვდის და შემდეგ მოხმარებულ და მიწოდებულს შორის სხვაობის მიხედვით იხდის  (სალდირებული დარიცხვა). მზის პანელებით გამომუშავებული 1 კვ/სთ 7 თეთრი ჯდება , ქსელის მოწოდებულზე ბევრად იაფი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …