DL101GE-ზე რეგისტრაცია დაიწყო

ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ეძლევა შესაძლებლობა დისტანციურად გაიაროს ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE).
DL 101 GE ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული კურსია, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ ითარგმნა ქართულ ენაზე, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან, WIPO-სა და საქპატენტის ინიციატივით კი, უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახდა სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ცალკეული დარგების სწავლების განვითარებული საფეხურის კურსების შესწავლა.
DL 101 GE შედგება 13 მოდულისგან, მისი ხანგრძლივობა 6 კვირაა და მას ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ აკრედიტებული სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები (ტუტორები).
WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების დარგში განათლებისა და ადამიანური რესურსების მომზადების ცენტრია მსოფლიოში. აკადემიის დისტანციური სწავლების პროგრამები ხელმისაწვდომია ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.
კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 28 მარტიდან – 26 აპრილის ჩათვლით.
რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …