Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა

ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში, Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ფრანკფურტის პროკურატურამ განაცხადა, რომ გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ ფრანკფურტსა და ბერლინში Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც „როიტერი“ წერს, გერმანიის უმსხვილეს ბანკში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფულის გათეთრების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, რამაც გამოიწვია მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მკაცრი შემოწმება, ჯარიმები და პოლიციის რეიდები. პროკურორების თქმით, გამოძიება ეხება ბანკის თანამშრომლებს.

როგორც „როიტერს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, საქმე ეხება 2013-2018 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს. თავად Deutsche Bank-მა დაადასტურა ჩხრეკა, მაგრამ დეტალების დაკონკრეტებაზე უარი თქვა.

„ბანკი სრულად თანამშრომლობს პროკურატურასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის ახალი რეგულაციები პლასტმასის წინააღმდეგ – რა იცვლება რესტორნებსა და სასტუმროებში

ევროკავშირი გარემოს დაცვის მიზნით პლასტმასის მოხმარების შეზღუდვის ახალ, უფრო მკაცრ ეტაპზე გადადის, რაც მნიშვნელოვან გავლენას …