JPG resized with https://ezgif.com/resize

Der Spiegel: Deutsche Bank-ის ფრანკფურტის სათავო ოფისსა და ბერლინის ფილიალში ჩხრეკა ჩატარდა ფულის გათეთრების ეჭვთან დაკავშირებით – გამოძიების მთავარი ფიგურანტი რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩია

გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დღეს დილით Deutsche Bank-ის ფრანკფურტის სათავო ოფისსა და ბერლინის ფილიალში სპეცოპერაცია ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.

ფრანკფურტის პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ფულის გათეთრების ეჭვს უკავშირდება. საქმე ეხება ბანკის „ჯერჯერობით დაუდგენელ პასუხისმგებელ პირებსა და თანამშრომლებს“.

გამოძიების მთავარი ფიგურანტი რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩია, რომელიც ევროკავშირის მიერ 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, სანქცირებულთა სიაშია შეყვანილი.

გამომძიებლების ვერსიით, აბრამოვიჩი Deutsche Bank-ის კლიენტი იყო, ხოლო ბანკმა დროულად არ წარადგინა ანგარიშები საეჭვო აქტივობების შესახებ, რომლებიც აბრამოვიჩის კომპანიებს უკავშირდებოდა.

Deutsche Bank-ში დაადასტურეს, რომ მათ ოფისებში პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები მართლაც მიმდინარეობს. ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი „სრულად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან“, თუმცა სხვა დეტალებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …