ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

9 – 11 მაისს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ – ს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლევან დავითაშვილის შეხვედრა აშშ – ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ქეთრინ თაისთან, აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრა აშშ – ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაში.

ვიცე-პრემიერი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ – ის კონგრესში, სადაც განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული პოლიტიკური საკითხები.

ვიზიტი ასევე ითვალისწინებს ლევან დავითაშვილის შეხვედრებს აშშ – ის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ვიცე-პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრ კომპანიებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აშშ – საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ – ის ექსპორტ-იმპორტის ბანკსა და აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან.

შემთხვევითი სიახლე

რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5 %-ის ფარგლებში – ირაკლი ღარიბაშვილი 

რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტს, ამის თაობაზე მინდა ჩვენს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. მოკლედ გეტყვით, რომ …