რა მიზნით ეწვევა ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანს?

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე

ქართული დელეგაცია, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან.

შეხვედრები ასევე დაგეგმილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან; ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევთან.

ბაქოში შეხვედრების დროს მხარეების მიერ განხილული იქნება ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებისა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სექტორების კუთხით.

აზერბაიჯანი საქართველოს ტრადიციული სტრატეგიული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია არაერთ სექტორის და დარგის მიმართულებით. 2022 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვამ 248.81 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში ექსპორტმა აზერბაიჯანში 92.34 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 39%-ით მეტია გასული წლის იგივე პერიოდზე.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის …