სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ ქეთევან ბეთლემიძე დაინიშნა.
ქეთევან ბეთლემიძე პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია. მას დამთავრებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნესის სკოლა და ფლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში, ასევე აქვს დოქტორის ხარისხი ბიზნესინჟინერინგში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს როგორც საჯარო სამსახურში, ასევე, კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
2012–2022 წლებში იგი იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში სხვადასხვა მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა, კერძოდ:
✅ 2022 წლის 1 თებერვლიდან დღემდე – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა;
✅ 2019-2022 წლებში იყო სპეციალურ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2018–2019 წლებში ამავე სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა;
✅ 2012–2018 წლებში ქეთევან ბეთლემიძეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა;
✅ 2012 წელს კი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი.
ქეთევან ბეთლემიძეს გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები და სასწავლო კურსები, როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში, მათ შორის: სასწავლო კურსი IBV-Haus ადამიანური რესურსების მართვისა და სადაზღვევო ინსტიტუტში ჰამბურგში; „ნატო-საქართველოს პროფესიული ლიდერთა პროგრამა“, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის პროფესიული განვითარების პროგრამა – „ღია სამყარო“, „თანამშრომელთა შეფასება და უკუკავშირის ტექნიკა“, „პირადი ცხოვრების, მიმოწერისა და საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლებები“, „საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა“.
იგი ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …