COVID19 ბაზრიდან რამდენ ბანკს გაისტუმრებს მალე გაირკვევა

თბილისი (BPI) – covპანდემია მე- 6 კვირაში შევიდა და კიდევ 3 კვირა დარჩა, რომ საფინანსო ბაზარი გაერკვეს და სებ-იც, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს თუ შეარბილოს. სებ-ის პრეზიდენტის თქმით, თანაბარი შანსი აქვს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, შემცირებას და შენარჩუნებას. ზედამხედველი იმის მიხედვით იმოქმედებს ნომინალური კურსის ეფექტი გადაწონის თუ მოხმარების შემცირების.

კობა გვენეტაძემ გლობალურ გაურკვევლობაზე რამდენჯერმე აღნიშნა, სსფ-ს ბოლო დღეების შეფასების მოხმობით. გაურკვევლობის ხარისხი, მპკ-მდე (29/04) რაიმე დაშვებების გაკეთების შესაძლებლობას გამორიცხავს. ასევე განაცხადა, რომ სსფ-ის დაფინანსება  მალე იქნება და მალე, თვის ბოლოა. ფონდის ინექციას სხვა საფინანსო ინსტიტუტების თანხებიც მოყვება, საიდანაც მარეგულირებელი ბაზარს რამდენიც დასჭირდება იმდენს მიწვდის (როგორც ბიზნესპარტნიორს  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ უთხრა), მაგრამ რამდენია და როდემდე ეყოფა ჯერ არ იცის. მიზანი საბანკო სექტორისთვის ლიკვიდობის მიწოდებაა, საკრედიტო აქტივობით ეკონომიკის სტიმულირებისთვის, პოსტპანდემიის პერიოდში ამოსაქოქად. დონორების დახმარებიდან სებ-ისთვის გათვალისწინებულს საბიუჯეტო ტრანშიდანაც დაემატება. ნაწილი ბანკებისთვისაა განკუთვნილი.

სებ-ს  გაურკვეული აქვს უკვე რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გამინუსდება, ის აპრილის ბოლოს გაცხადდება და ახალი პროგნოზით იხელმძღვანელებს მთავრობაც, როგორ გაწეროს უკვე გაცხადებული ეკონომიკის სტიმულირების 2 მილიარდიანი პაკეტი.

დონორების დახმარება 2008 წლის  4მლრდ -ზე ნაკლებია. სებ-ი შეფასებით წლევანდელი, 12 წლის წინანდელი კრიზისისგან განსხვავაბულია და შესაბამისად პრევენციის საჭიროებებიც. მაშინ  სებ-ი  სავალუტო ბაზარზე პირდაპირ სავაჭროდ არ შესულა. ახლა კი ინტერვენციებთან ერთად ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმას გამოიყენებს.

ის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემას 2009 წლიდან. იყენებს, თავისი მანდატის ფარგლებში, სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ინტერვენციებისას, 13/19/25 მარტსაც გამოიყენა $20/40/40 მლნ-ის გასაყიდ აუქციონებისთვის. სისტემით სარგებლობის თვის საფასური $1 970 -ია, ბაზრის ყველა მონაწილისთვის. ამ დროისთვის სისტემაში ყველა ბანკი და 4 მისოა (სხვა პროფილის კომპანიაც დაშვებულია. მხოლოდ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბანკები ვაჭრობენ.სებ-ის ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში ბლუმბერგის სისტემის არცერთი მონაწილე ფლობს ბრუნვის 13%-ზე მეტს. 2 დიდი ბანკის წილი არ აღემატებოდა 23%-ს.

ბაზრის ყველა მონაწილე მომავალში შეძლებს თუ არა ვაჭრობას, ესეც გაურკვევლია და ისიც  Covid19  რამდენს განდევნის  ბაზრიდან.  პროცესების მართვისთვის სებ-ს მანდატის გაფართოებისთვის ნაზრუნი აქვს . ეს არის ახალი ფუნქციონალი, ჩარჩო რეზოლუციით. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე,  უფლებამოსილება გადადის ეროვნულ ბანკზე.  ფინანსთა სამინისტროს მიმართვით 1 თვეში გასცემს დროებითი ბანკის ლიცენზიას. ახალი მესაკუთრე შეიძლება გახდეს სხვა ბანკი და სამინისტროც,  კაპიტალში იმდენს თუ შეიტანს, რაც ბანკის აქციონერს მოეთხოვება (50 მლნ).

“რეზოლუციამ” გააჩინა დროებითი ფონდის  ინსტიტუტი. გაფუჭებული ბანკის აქტივს გამოეცლება ხარისხიანი ნაწილი და წავა გაჯანსაღებაზე. უხარისხო აქტივი კი ლიკვიდაციაზე. პროცედურა მყისიერია. ყველა სხვა ნორმა აჩერებს, გასხვისება რომ არ შეფერხდეს

რეზოლუცია იგივენაირად იწყება როგორც ლიკვიდაცია.  ეს არის უკვე დამდგარი პრობლემის შემდეგ ეროვნულის უფლებამოსილება, ლიკვიდაციის ნაცვლად წავიდეს რეზოლუციის გზით.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …