Condor Airlines ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას

1 მაისიდან, გერმანული ავიაკომპანია Condor, ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. რესიები კვირაში 2 ჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. აღნიშნული მიმართულებით ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
ავიაკომპანია მგზავრებს, ფრანკფურტიდან ტრანზიტულ რეისებს მსოფლიოს 90 ქალაქში სთავაზობს, მათ შორის არის 16 მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში.
Condor 1955 წელს ფრანკფურტში დაარსდა, ავიაკომპანია გერმანიის ცხრა უმსხვილეს ქალაქიდან ასრულებს ფრენებს და წელიწადში ცხრა მილიონ მგზავრს ემსახურება. Condor-ის საავიაციო პარკში დღეისათვის 50 საჰაერო ხომალდია.
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია Lufthansa (მიუნხენი) და Eurowings (დუსელდროფი, ივლისიდან შტუტგარტი) ასრულებენ, ზაფხულის სეზონზე ბერლინის მიმართულებით ფრენების განახლებას Georgian Airways-იც გეგმავს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …