Columbia Shipmanagement-ი საქართველოს წარმომადგენლობის ახალი ოფისს გახსნის

თბილისი (BPI) – საერთაშორისო კომპანია Columbia Shipmanagement-ი (CSM) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ოფისს ბათუმში (შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N 85) ხსნის.

CSM მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელიც გემების მართვას და გემების ეკიპაჟის მენეჯმენტს აერთიანებს. კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუინგო კომპანია აქვს, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, აქვს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ყავს 15000 ადამიანი.

დღესდღეობით, CSM ქართველი მეზღვაურების ძირითადი დამსაქმებელი კომპანიაა, რომელსაც საქართველოსთან თანამშრომლობის 18 წლიანი გამოცდილება აკავშირებს.

ოფისის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაესწრებიან.

ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვიდნენ კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლები: მარკ ო’ნილი – Columbia Shipmanagement-ის პრეზიდენტი, ლეონიდ ზალენსკი – CSM-ის საზღვაო ჯგუფის დირექტორი, ნორმან შმიედლი – CSM -ის საკრუინგო ჯგუფის დირექტორი (Mr. Norman Schmiedl – Crewing Group Director), მარკ პენი – CSM -ის ფლოტის  მენეჯერი (Mr. Mark Penny – Fleet Manager) და ჯორჯ ბუსემენი – CSM-ის წარმომადგენელი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …