ამერიკული სასმელების მწარმოებელი კომპანია Coca-Cola-ს შემოსავალი 2025 წლის მესამე კვარტალში გაიზარდა და $12.45 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ $11.85 მილიარდს აღემატება. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
კომპანიის კორექტირებულმა შემოსავალმა მესამე კვარტალში $12.41 მილიარდი შეადგინა (გასული წლის $11.91 მილიარდის წინააღმდეგ).
Coca-Cola-ს წმინდა მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა: $2.85 მილიარდიდან (აქციაზე 66 ცენტი) $3.7 მილიარდამდე (აქციაზე 86 ცენტი).
კომპანიამ ასევე დაადასტურა 2025 წლის პროგნოზი. Coca-Cola ელოდება, რომ მისი შედარებადი მოგება აქციაზე (EPS) გაიზრდება 3%-ით, ხოლო ორგანული შემოსავალი – 5-6%-ით.
 Business Political Insights BPI.GE
Business Political Insights BPI.GE
				 
			 
		 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					