მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობების გაცემის ვადა 5 სამუშაო დღიდან 3 სამუშაო დღემდე მცირდება

მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობების გაცემის ვადა ხუთი სამუშაო დღიდან სამ სამუშაო დღემდე მცირდება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ნინო იობაშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე და ალუდა ღუდუშაური.

ინიციატორების განმარტებით, დაჩქარებული მომსახურების გაწევის სახედ მხოლოდ ერთ სამუშაო დღეში ცნობის გაცემა დარჩება. მათი ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევ მომსახურებებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას განეკუთვნება ცნობების გაცემა, რაც ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ხორციელდება, ხოლო დაჩქარებული მომსახურების გაწევის ვადა სამი ან ერთი სამუშაო დღეა.

ეს ცნობებია – ნასამართლობის შესახებ, უფლების ჩამორთმევის შესახებ, პირის მსჯავრდების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა- გადმოკვეთის შესახებ, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობები.

რაც შეეხება მომსახურების ღირებულებას, დღეს მოქმედი კანონით, ნასამართლობის, პირის მსჯავრდების და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების ხუთ სამუშაო დღეში გაცემა არის უფასო, ხოლო მათი სამ სამუშაო დღეში გაცემის, როგორც დაჩქარებული მომსახურების გაწევის, საფასურია 15 ლარი. ცვლილებებით, ცნობები ხუთი სამუშაო დღის ნაცვლად, გაიცემა სამ სამუშაო დღეში და მათი ღირებულება განისაზღვრება 20 ლარის ოდენობით. ერთ სამუშაო დღეში, როგორც დაჩქარებული მომსახურების გაწევის საფასური კი 25 ლარიდან 20 ლარამდე შემცირდება.

წყარო: 1tv

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …