13 და 15 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ კახაბერ კორძაიას საავტორო ტრენინგი “ფულის ფილოსოფია და ფსიქოლოგია” გაიმართება

13 და 15 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კახაბერ კორძაია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საავტორო ტრენინგს “ფულის ფილოსოფია და ფსიქოლოგია” გამართავს.

ტრენინგი 2 დღიანია და თითო ტრენინგის ხანგრძლივობა 3 საათს შეადგენს. დღისწესრიგის მიხედვით 13 და 15 ივნისს ღონისძიება 19:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში გაიმართება და მისი ღირებულება 120 ლარია.

ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის ფულთან სწორად მოქცევა – სწორედ აქედან ჩნდება ფულთან დაკავშირებული პრობლემები.

• რა არის ფული? აქვს თუ არა მას საკუთარი კანონები?
• რატომ ვკარგავთ ფულს ან რატომ ვერ ვშოულობთ იოლად?
• ადამიანები ირჩევენ „ფულს“ თუ „ფული“ ირჩევს მათ?
• როგორ უნდა ვიცხოვროთ მუდმივად ფულთან ჰარმონიაში?
• უფულობის „ორმოები“
• რა განსხვავებაა მდიდარსა და ღარიბ ადამიანებს შორის?!
• სიმდიდრის საზომი

თუ გაინტერესებთ პასუხი ამ და სხვა კითხვებზე, მაშინ დარეგისტრირდით 2-დღიან ტრენინგზე – „ფულის ფილოსოფია და ფსიქოლოგია” – https://forms.gle/6pSN1kQ6qNFDUsgg7
ტრენერი – კახაბერ კორძაია, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება. ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 11 ივნისია.

ტრენინგის ჩატარების ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (თბილისი, ჩარგლის ქუჩა №73, აუდიტორია 101).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …