რუსეთში McDonald’s-ი და სხვა სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელები შესაძლოა თურქული სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა Chitir Chicken-მა ჩაანაცვლოს

რუსეთში McDonald’s-ი და სხვა სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელები მალე შესაძლოა თურქული სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა Chitir Chicken-მა ჩაანაცვლოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება. თუ კი მხარეებს შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგება, მაშინ Chitir Chicken-ის პირველი რესტორნები რუსეთის სავაჭრო ცენტრებში უვე მაისის ბოლოსთვის გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ McDonald’s-მა და სხვა ბრენდება რუსეთის ბაზრის დატოვება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის და ამის გამო საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე გადაწყვიტეს.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს

ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს კომუნალური  მომსახურების კომპანიების სახელით გაურკეველი პირების მიერ მოქალაქეებთან განხორციელებულ ზარებს. …