CFD მექანიზმით 27 ელექტროსადგური ისარგებლებს

გასულ წელს საქართველოში განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი მექანიზმი, ე.წ CFD სქემა ამოქმედდა, რომელიც ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებების ალტერნატიული მოდელია. CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით ფორმდება და მასში საკუთარ ფასებს მთავრობას ენერგოსადგურები წარუდგენენ, ხოლო საუკეთესო ფასების მქონე ობიექტები შესაბამის დაფინანსებებს მიიღებენ. ეკონომიკის სამინისტრომ CFD-მექანიზმით პირველი აუქციონი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა და აუქციონის პირველადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა. უწყების თანახმად, მათთან სულ 78 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 900 მეგავატს შეადგენს.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული მექანიზმი ხელს შეუწყობს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენებასა და განვითარებას.

„განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ გასულ წელს.  უფრო კონკრეტულად, დამტკიცდა სპეციალური წესი, რომლის მიხედვითაც ხდება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის მიღების შემთხვევაში წახალისება. მოცემული წესის მიხედვით, დადგინდა CFD, რაც ნიშნავს ფასთა შორის სხვაობის დაფინანსების წესს. მთავრობამ უკვე ჩაატარა პირველი აუქციონი 300 მეგავატ ენერგიაზე და მიიღო დაინტერესებული მხარეებისგან წინადადებები.

აღნიშნული მექანიზმით პროექტების მომგებიანობა და მიმზიდველობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაუმჯობესდა“. – განაცხადა დავით ნარმანიამ

გარდა ამისა, სემეკის თავმდჯომარის თქმით, CFD მექანიზმთან დაკავშირებული აუქციონის პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ მონაწილეობის მიღებით კვლავ არიან კომპანიები დაინტერესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა აღნიშნულ მოდელზე მაღალია.

„პირველი ეტაპის აუქციონის შემდეგ კვლავ არიან დაინტერესებული კომპანიები მიიღონ აუქციონში მონაწილეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა მაღალია. მექანიზმი არის გამართული, რაც მთავრობამ დაამტკიცა. ქვეყანაში დამატებითი ენერგიის საჭიროება არის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი აუქციონებიც შედგება და წარმატებით დასრულდება ისევე, როგორც პირველი აუქციონი“ აცხადებს დავით ნარმანია.

CFD მექანიზმთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლემაც აღნიშნა, რომ მოცემული პროგრამის ფარგლებში შეღავათებით ისარგებლებს 15 ჰიდრო, 2 ქარის და 10 მზის ელექტროსადგურის პროექტი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …