Carrefour-ი სუპერმარკეტების ქსელს აფართოებს

თბილისი (BPI) – კარფური ახალ ფილიალს ბაგებში წყნეთის გზატკეცილზე #29 ხსნის.

კომპანიამ უკვე გამოაცხადა ვაკანსიები. ამავდროულად განმარტავს, რომ არ ითხოვს გამოცდილებას, რადგან მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ სამუშაო ადგილზევე შეისწავლონ და დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.

Carrefour ქართულ ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში. „კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსლუზიური მფლობელი Majid Al Futtaim Retail-ია.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …