მომავალი წლიდან შიდა ტრანზიტის მომსახურება იცვლება

2023 წლის 1-ელი მარტიდან შიდა ტრანზიტის მომსახურება იცვლება. მოქმედი კანონის მიხედვით, შიდა ტრანზიტი ჯამში 90 დღით გაიცემა, რომლის დღიური საფასური ერთი ლარია. არსებულ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით კი შიდა ტრანზიტის 90 დღის ვადით გაცემისთვის განისაზღვრება ერთიანი საფასური 50 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის თანახმად, მცირდება შიდა ტრანზიტისთვის დადგენილი საფასური. შიდა ტრანზიტის გაცემასთან დაკავშირებით ახალი პირობების დადგენის უფლებამოსილება შს მინისტრს ექნება

ასევე, უქმდება შიდა ტრანზიტის ვადის გადაცილებისათვის დღეების მიხედვით დადგენილი სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით და დაკარგული ნომრის აღდგენის 30-ლარიანი საფასური.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …