Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

თბილისი (BPI) – აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარული რეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

ფრენები Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ავიაკომპანიამ ბაქოსა და ბათუმს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულება მიმდინარე წელს დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „Buta Airways“-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 11 ივლისს მიენიჭა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …