Boxette Georgia – ახალი სტარტაპი ქართველ მეწარმეებს აშშ-ს ბაზარზე გაყიდვების გაზრდაში ეხმარება

თბილისი (BPI) – ახალი სტარტაპი Boxette Georgia ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის აშშ-ს 500 მილიარდიან ონლაინ ბაზარზე გაყიდვაში შეუწყობს ხელს.

Boxette Georgia-ს დახმარებით მწარმოებელს უკვე აღარ ჭირდება ამერიკაში საქონლის გასაყიდად ან სავაჭროდ ისეთ მსხვილ ონლაინ პლატფორმებზე როგორც არის Amazon, Ebay, Etsy და ა.შ. აღარ დაწირდება აშშ-ში კომპანიის რეგისტრაცია, საკუთარი წარმომადგენლობა, საწყობის შექმნა და ხალხის დაქირავება.

Boxette Georgia მომხმარებელს სთავაზობს FBM (Fulfillment by Merchant) – საწყობით მომსახურეობას პროდუქციის გასაყიდად ამერიკის ნებისმიერ სავაჭრო პლატფორმაზე;  FBA (Fulfillment by Amazon) Prep Centre – საქონლის მომზადებას Amazon-ის საწყობში შესატანად; ამერიკაში პროდუქციის ჩატანის ორგანიზებას და დასაწყობებას; პროგრამაში მარაგების აღრიცხვას; სავაჭრო პლატფორმებთან ინტეგრაციასა და შეკვეთების ავტომატურ დამუშავებას; უკან დაბრუნებული საქონლის დამუშავებას, სრული ფოტო-რეპორტს; ნებისმიერი სახის სასაწყობე მომსახურეობას ამერიკაში კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.

კომპანია ამანათების დამუშავებისა და გადაზიდვის ბაზარზე 6 წელია წარმოდგენილია; მას 100 000-ზე მეტი არსებული კლიენტი ჰყავს; აქვს საკუთარი სასაწყობე მეურნეობა ამერიკაში, დელავერის შტატში; სამუშაო პროცესის 90% ავტომატიზირებულია.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …