თბილისი (BPI) – ახალი სტარტაპი Boxette Georgia ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის აშშ-ს 500 მილიარდიან ონლაინ ბაზარზე გაყიდვაში შეუწყობს ხელს.
Boxette Georgia-ს დახმარებით მწარმოებელს უკვე აღარ ჭირდება ამერიკაში საქონლის გასაყიდად ან სავაჭროდ ისეთ მსხვილ ონლაინ პლატფორმებზე როგორც არის Amazon, Ebay, Etsy და ა.შ. აღარ დაწირდება აშშ-ში კომპანიის რეგისტრაცია, საკუთარი წარმომადგენლობა, საწყობის შექმნა და ხალხის დაქირავება.
Boxette Georgia მომხმარებელს სთავაზობს FBM (Fulfillment by Merchant) – საწყობით მომსახურეობას პროდუქციის გასაყიდად ამერიკის ნებისმიერ სავაჭრო პლატფორმაზე; FBA (Fulfillment by Amazon) Prep Centre – საქონლის მომზადებას Amazon-ის საწყობში შესატანად; ამერიკაში პროდუქციის ჩატანის ორგანიზებას და დასაწყობებას; პროგრამაში მარაგების აღრიცხვას; სავაჭრო პლატფორმებთან ინტეგრაციასა და შეკვეთების ავტომატურ დამუშავებას; უკან დაბრუნებული საქონლის დამუშავებას, სრული ფოტო-რეპორტს; ნებისმიერი სახის სასაწყობე მომსახურეობას ამერიკაში კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.
კომპანია ამანათების დამუშავებისა და გადაზიდვის ბაზარზე 6 წელია წარმოდგენილია; მას 100 000-ზე მეტი არსებული კლიენტი ჰყავს; აქვს საკუთარი სასაწყობე მეურნეობა ამერიკაში, დელავერის შტატში; სამუშაო პროცესის 90% ავტომატიზირებულია.